5 დეკემბერი, 2024 BTA

საშემოდგომო მიღებით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის დაწყება საჩხერის ფილიალში

2024 წლის 4 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საჩხერის ფილიალში საშემოდგომო მიღებით ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს აკადემიის რექტორი ქალბატონი სოფიო მაჭარაშვილი, ხარისხის უზრუნვებლოფის სამსახურის მენეჯერი ალინა კუპრავა და აკადემიის შრომის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტი ბატონი ნუგზარ ციხელაშვილი ეწვიენ.
აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს და ასევე აკადემიის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
აკადემიის რექტორმა და რექტორის მოადგილემ ილია იაკობაშვილმა პროფესიულ სტუდენტებს გააცნო
• აკადემიის ვებ-გვერდი;
• პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ,
• სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
• სტუდენტის ელექტრონული პლატფორმა.
შრომის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტმა ბატონმა ნუგზარ ციხელაშვილმა პერსონალს და პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარა ინსტრუქტაჟი შრომის და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით.
შეხვედრა თბილად და სასიამოვნოდ წარიმართა

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში