5 ივნისი ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია „მწვანე ინოვაციების სამიტი 2026“, რომელიც გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასთან არსებული ეკოკლუბი ,,Kadupul Flower”და პროფესიული განათლების მასწავლებელი მირანდა მუმლაძე (ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,)
სამიტზე საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს აკადემიის სტუდენტებმა, ლექტორებმა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა:
ღონისძიება შეაჯამა, აკადემიის პარტნიორებმა: ბიზნეს კლუბის “შენობით ბიზნესთან”დამფუძნებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა და გადაცემების ავტორმა - სანდრო ვეფხვაძემ და საქართველოს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ავტობანის დამფუძნებელი და ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა - ბაკურ ხუნდაძემ
ღონისძიების დასასრულს შედგა GREDA & BTA შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია ;
ღონისძიების მომხსენებლებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები.
სამიტმა ერთ სივრცეში გააერთიანა სტუდენტები, პროფესიული განათლების წარმომადგენლები, მკვლევარები, გარემოსდაცვითი სფეროს სპეციალისტები და ინოვაციური იდეების ავტორები. წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა არა მხოლოდ აქტუალური თემატიკით, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობითა და მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობით.
ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები და გარემოზე ზრუნვა ერთობლივად ქმნის იმ ძალას, რომელიც ქვეყნის მდგრად განვითარებასა და უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის წარმომადგენელს ქალბატონ მირანდა მუმლაძეს მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზებისთვის.
„ეს მხოლოდ დასაწყისია — შევხვდებით „მწვანე ინოვაციების სამიტი 2027“-ზე!“
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.