BTA-სა და GREDA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას (GREDA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, პოპულარიზაციასა და დარგში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადება-გადამზადების ხელშეწყობას.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კადრების მომზადებას. თანამშრომლობა ასევე მოიცავს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, პრაქტიკული სწავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობას, ასევე განახლებადი ენერგიის სფეროში თანამედროვე ცოდნის, ინოვაციების დანერგვისა და დარგობრივი განვითარების მხარდაჭერას.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აგრძელებს წარმატებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი პარტნიორული მემორანდუმების გაფორმებასა და პარტნიორთა ქსელის გაფართოებას, რაც პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას, სტუდენტებისა და მსმენელების პრაქტიკული გამოცდილების გაძლიერებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.