ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასა და კომპანია „სტრონგ ვეი ლოჯისტიკ“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიის „ტვირთების ექსპედირების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული სწავლება გაიარონ აღნიშნულ კომპანიაში და რეალურ სამუშაო გარემოში განივითარონ პროფესიული უნარები.
„სტრონგ ვეი ლოჯისტიკ“ მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე და მრავალფეროვან ლოგისტიკურ მომსახურებას, რომელიც მოიცავს:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აგრძელებს წარმატებულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი პარტნიორული მემორანდუმების გაფორმებასა და პარტნიორთა ქსელის გაფართოებას, რაც პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას, სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილების გაძლიერებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.