10 ივნისი, 2026 BTA

ინოვაციური სწავლება ბართენდერის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

  BTA-ში წარმატებით მიმდინარეობს ბართენდერის პროგრამა, რომელსაც უძღვება გამოცდილი პროფესიონალი ჯაბა ახმედოვი.

 ჯაბას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს სასტუმრო ქსელ Marriott International-თან, სადაც იგი მუშაობს კლასტერ მიქსოლოგის პოზიციაზე.  მიღებული აქვს მონაწილეობა 30-ზე მეტი ბარის გახსნასა და განვითარებაში როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო პროექტებში.

  სასწავლო პროცესის ფარგლებში ჯაბამ BTA-ს მსმენელებს გააცნო Build მეთოდი და მათთან ერთად პრაქტიკულად მოამზადა სამი კლასიკური კოქტეილი:

  •   Cuba Libre
  •   Gin & Tonic
  •   Screwdriver

  პრაქტიკული სწავლების შედეგად მსმენელებმა წარმატებით აითვისეს Build მეთოდის ძირითადი პრინციპები და დამოუკიდებლად მოამზადეს მსოფლიოში ცნობილი კლასიკური კოქტეილები.

  BTA-ში პროფესიული განათლება ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას, თანამედროვე სტანდარტებსა და ინდუსტრიის მოთხოვნებს, რაც მსმენელებს წარმატებული კარიერისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიღებაში ეხმარება

ინოვაციური სწავლება ბართენდერის პროფესიული მომზადების პროგრამაზე
ინოვაციური სწავლება ბართენდერის პროფესიული მომზადების პროგრამაზე
ინოვაციური სწავლება ბართენდერის პროფესიული მომზადების პროგრამაზე
ინოვაციური სწავლება ბართენდერის პროფესიული მომზადების პროგრამაზე
ინოვაციური სწავლება ბართენდერის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.