ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასა და კომპანია „GOLD WAY“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიის „ტვირთების ექსპედირების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული სწავლება გაიარონ აღნიშნულ კომპანიაში და რეალურ სამუშაო გარემოში განივითარონ პროფესიული უნარები.
„GOLD WAY“ 2011 წელს დაარსდა, როდესაც საქართველოს ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა გამჭვირვალე და ინდივიდუალურ მომსახურებაზე. მრავალწლიან ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიამ შექმნა მაღალი ხარისხის სერვისი კონკურენტული და ხელმისაწვდომი ტარიფებით.„GOLD WAY“-ს ლოგისტიკური გუნდი ორიენტირებულია იმპორტიორებისა და მომწოდებლებისთვის სანდო, სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი სატრანსპორტო მომსახურების შეთავაზებაზე. პროფესიონალი მენეჯერების, პროცესების ეფექტიანი ორგანიზებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანია უზრუნველყოფს ოპტიმალურ ტარიფებსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას. თითოეული გადაზიდვისადმი ინდივიდუალური მიდგომა კი კომპანიის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აგრძელებს წარმატებულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი პარტნიორული მემორანდუმების გაფორმებასა და პარტნიორთა ქსელის გაფართოებას, რაც პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილებისა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას ემსახურება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.