2 ივლისი, 2026 BTA

2026 წლის საგაზაფხულო მიღება – დოკუმენტების მიღება დაიწყო

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განისაზღვრა:

2026 წლის 06 ივლისიდან 09 ივლისის ჩათვლით  10:00 – 20:00 საათამდე

დოკუმენტების მიღების მისამართები:

  • ქ. თბილისი, წერონისის ქუჩა №208
  • ქ. თბილისი, დადიანის ქ. №28

ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტები:

  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ასლი დარჩება აკადემიაში, დედანი დაუბრუნდება აპლიკანტს);
  •  დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში);
  •  2 (ორი) ფერადი ფოტოსურათი (3×4);
  •  კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
  • არასრულწლოვანი, შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში:
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად);
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საბაზო, სრული ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (პროგრამის დაშვების წინაპირობის შესაბამისად);
  • უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • 17-დან 27 წლამდე პირებისთვის (გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) – წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 574 00 80 80

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.