ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დაესწრო პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულს,
რომელიც გაიმართა პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, მას ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა 22-24 ოქტომბერს უმასპინძლა.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, პროფესიული განათლების გამოფენა და სხვა აქტივობები.