საქართველოს კარიტასის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, აკადემიის სახელით მონაწილეობდნენ პროფესიული მასწავლებელი ლიკა ასიტაშვილი და სასწავლო პროცესის სპეციალისტი თამარ კვარაცხელია.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საექთნო განათლების პროგრამის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე და არსებულ საგანმანათლებლო პროგრამაში შესატან ცვლილებებზე, რაც ხელს შეუწყობს ექთნების კვალიფიკაციის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
მადლობას ვუხდით კარიტასს საჭირო და მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრის ორგანიზებისთვის.
ჩვენი აკადემია ყოველთვის უზრუნველყოფს გუნდის წევრების მსგავს შეხვედრებზე ჩართულობას, რათა თქვენ უმაღლესი ხარისხის განათლება მოგაწოდოთ.