2024 წლის 16 სექტემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში საგაზაფხულო მიღებით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის დაწყების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება აკადემიის რექტორმა ქალბატონმა სოფიო მაჭარაშვილმა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა პროფესიულ სტუდენტებს სწავლის დაწყება, ადმინისტრაცია და პრტოგრამის ხელმძღვანელები წარუდგინა, ასევე ისაუბრა აკადემიის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრა დღის წესრიგის მიხედვით რამდენიმე სესიად იყო დაყოფილი
აკადემიის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში პროფესიულ სტუდენტებს გააცნო:
• აკადემიის ვებ-გვერდი;
• პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ,
• სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
• სტუდენტის ელექტრონული პლატფორმა
სტუდენტების და პერსონალის მონაწილეობით ჩატარდა ტორტის გაჭრის ცერემონია, რომლის შემდეგ პროფესიულ სტუდენტთა სასწავლო გარემოსთან ინტეგრაციას მიზნით -პროგრამის ხელმძღვანელებმა და სასწავლო პროცესის წარმომადგენლებმა აუდიტორიაში გააგრძელეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სადაც მათ დეტალურად გააცნეს პროგრამის სპეციფიკა, სასწავლო ცხრილები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
აკადემიის შრომის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტმა ბატონმა ნუგზარ ციხელაშვილმა პერსონალს და პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარა ინსტრუქტაჟი შრომის და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს აკადემიაში უსაფრთხო გარემოს შექმნას-შენარჩუნებას.