9 ივნისი, 2026 BTA

BTA-სა და ჯორჯიან ფორვარდინგ გრუპს (GFG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასა და „ჯორჯიან ფორვარდინგ გრუპს“ (GFG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიის „ტვირთების ექსპედირების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული სწავლება გაიარონ აღნიშნულ კომპანიაში და რეალურ სამუშაო გარემოში განივითარონ პროფესიული უნარები.

„ჯორჯიან ფორვარდინგ გრუპი“ (GFG) საერთაშორისო საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც წარმატებით ახორციელებს ნებისმიერი სახის ტვირთის სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს მსოფლიოს მრავალი მიმართულებით. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის, ფართო ბიზნესკავშირებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, კომპანია უზრუნველყოფს საიმედო და ეფექტიან ლოგისტიკურ მომსახურებას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აგრძელებს წარმატებულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი პარტნიორული მემორანდუმების გაფორმებასა და პარტნიორთა ქსელის გაფართოებას, რაც პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.