2024 წლის 25 ნოემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საჩხერის ფილიალში საშემოდგომო მიღებით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის დაწყების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა;
კოლეჯის ადმინისტრაციამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა პროფესიულ სტუდენტებთან სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმირების მიზნით.
სტუდენტების და ადმინისტრაციული პერსონალის მონაწილეობით ჩატარდა ტორტის გაჭრის ცერემონია, რომლის შემდეგ პროფესიულ სტუდენტთა სასწავლო გარემოსთან ინტეგრაციის მიზნით -პროგრამის ხელმძღვანელებმა და სასწავლო პროცესის წარმომადგენლებმა აუდიტორიაში გააგრძელეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სადაც მათ დეტალურად გააცნეს პროგრამის სპეციფიკა, სასწავლო ცხრილები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
აღსანიშნავია რომ 2900 კვ.მ ფართის მქონე შენობა ,ყველა სტუდენტის საჭიროებებზეა მორგებული, უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის დამონტაჟებული.
ვულოცავთ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებთ!!!!