პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით 2017 წლიდან იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ბიზნესისა დატექნოლოგიების აკადემია წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის ნომინაციის ფინალისტი იყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, მოადგილე ბაია კვიციანი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ნინო წილოსანი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირინა მარგიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.