5 ივნისი, 2026 BTA

პროფესიული განათლების მასწავლებლებმა BTA-ს დაფინანსებით AI ტრენინგები გაიარეს

 "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის" პროფესიული განათლების მასწავლებლებმა აკადემიის დაფინანსებით  მიიღეს  მონაწილეობა  AI აკადემიის მიერ ორგანიზებულ 3-დღიან ტრენინგში

 ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა და პრაქტიკული უნარები ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენების, სასწავლო და პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებისა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის მიმართულებით.

  ტრენინგს უძღვებოდა AI აკადემიის ტრენერი ოთარ კვირიკაშვილი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა როგორც თეორიული ცოდნა, ისე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენების ეფექტიანი მიდგომები.

  მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდების დანერგვას და სწავლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

  ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 ვულოცავთ ჩვენს მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებას და ვუსურვებთ წარმატებებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში.

პროფესიული განათლების მასწავლებლებმა BTA-ს დაფინანსებით   AI ტრენინგები გაიარეს
პროფესიული განათლების მასწავლებლებმა BTA-ს დაფინანსებით   AI ტრენინგები გაიარეს
პროფესიული განათლების მასწავლებლებმა BTA-ს დაფინანსებით   AI ტრენინგები გაიარეს
პროფესიული განათლების მასწავლებლებმა BTA-ს დაფინანსებით   AI ტრენინგები გაიარეს

პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციასთან. კომპანიები აქტიურად თანამშრომლობელ სტუდენტთა სტაჟირებისა და მათ შემდგომ დასაქმებაში.